Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
3-05-2015, 21:51
ნანახია: 1207

ავალუტო კრიზისი ქვეყანაში ღრმავდება და მოსახლეობის დიდი ნაწილი როგორც თავად კამერასთან ამბობენ შიმშილის ზღვარზეა. "პოსტსკრიპტუმმა" საქართველოს ყველა რეგიონი მოიარა და ვრცელი სიუჟეტი მოამზადა, თუ როგორ ცხოვრობენ მოქალაქეები ლარის გაუფასურების პირობებში.

 

პირველი რაც კამერამ დააფიქსირა იყო სავაჭრო ობიექტები, რომლებიც მომხმარებლებისგან იყო დაცარიელებული. ახლა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი გამყიდველია ვიდრე მყიდველი.

 

ერთადერთი, სადაც ხალხმრავლობა იყო  პურის მაღაზიებია. აქ ხალხი ამბობს, რომ ხშირად რამდენიმე დღე ისინი მხოლოდ პურს ჭამენ.

 

თბილისში, ქუთაისში, გორში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში ვითარება ანალოგიურია- მოვაჭრეები ბოსტნეულს თუ ადრე კილოობით ყიდდნენ დღეს უკვე ცალობით გაყიდვა უწევთ.

 

მომხმარებლების გარდა მოვაჭრეებიც ცუდ მდგომარეობაში არიან. ისინი "პოსტსკრიპტუმის" კამერასთან ამბობენ, რომ ბიზნესის წარმოებისთვის ბანკიდან სესხი აქვთ აღებული და ხალხის ნაკლებობის გამო პროცენტის გადახდას ვეღარ ახერხებენ, შესაბამისად მათი დიდი ნაწილი საკუთარი საცხოვრებელი სახლის დაკარგვის წინაშე დგას.