Iverioni
«    იანვარი 2021    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
16-11-2012, 19:46
ნანახია: 2973

ვანო მერაბიშვილი: ნუ ექნება ივანიშვილს იმედი, რომ შეგვაშინებს!

"შოთა ხიზანიშვილის დაკავება მოხდა იმის გამო, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა, რადგან ის არის ჩემი პირადი მეგობარი“.


ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შოთა ხიზანიშვილი სანამ ვიცე-მერი გახდებოდა, 9 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მერაბიშვილის შეფასებით, შოთა ხიზანიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი ადამიანი და ყოველთვის მის გვერდით იყო.


„ნუ ექნება ბიძინა ივანიშვილს იმედი, რომ ასეთი ნაბიჯებით ის რაიმე შიშს ან შეშფოთებას შემოიტანს ჩვენს რიგებში. პირიქით, ეს ჩვენ უფრო გაგვაძლიერებს და არ შეგვეშინდება ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.