თამაზ ჭეიშვილი: არც აქ მასვენებთ უბადრუკნო!

თამაზ ჭეიშვილი: არც აქ მასვენებთ უბადრუკნო!

როგორ ვთქვა კარგი ნაციონალებზე და სააკაშვილზე, როცა მეგობარი, ჟურნალისტი, გაზეთის მეგობარი,  ოჯახიანად კინაღამ გაანადგურეს და პარიზში გააქციეს?!

როცა ახლობლები აწამეს, ციხეში ჩაყარეს, არაფარის გულისთვის!... როცა ჩემი უდანაშაულო თანამემამულეები დახოცეს!

როგორ ვთქვა კარგი, როცა მწერალ და პუბლიცისტ კაცს თავისუფლად სიტყვის თქმის უფლება წამართვეს, მალულად მიყურადებულები ჩემ სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ, ბინაში მოსასმენი აპარატურა დამიყენეს... ჩემი მიწაწყალი გააჩუქეს და გაანიავეს!...

ან „ქართულ ოცნებაზე“ როგორ ვთქვა კარგი, როცა ამდენი ბოროტების ჩამდენთ ყველაფერი აპატიეს, თავისუფლად ნავარდის და ბოროტი საქმეების გაგრძელების საშუალება მისცეს - ოკეანისგაღმელთა თუ გამოღმელთა შიშით და ხათრით!

მითხარით რა წყალში ჩავვარდე?!

არადა, ერთი მხარეც დამემდურა და მეორეც!

იცით რას გეტყვით, ჩემს მოთხრობებს ასი წლის შემდეგ ვიღაც წაიკითხავს და ვიღაც გამიხსენებს, თქვენ ემახსოვრებით ასი წლის შემდეგ ვინმეს, საცოდავებო?

ჯანდაბამდეც გზა გქონიათ! იმაზეც მადლობა, ფეისბუქში დაბეჭვდის საშუალებას რომ მაძლევთ! თუმცა, არც აქ მასვენებთ, უბადრუკნო!

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: