ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა რიგის სამიტისთვის ემზადება!

ირაკლი  ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობა რიგის სამიტისთვის ემზადება!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი  ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად ემზადება რიგის სამიტისთვის, რათა მოხდეს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესის ასახვა და ევროპულ ოჯახში პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დაფიქსირება.

"ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის რატიფიცირებაც მოახდინა ამ დროისთვის უკვე 19 სახელმწიფომ და ასევე ევროპალამენტმა. საქართველოს მთავრობა აქტიურად ემზადება რიგის სამიტისთვის, რათა მოხდეს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პროგრესის ასახვა და ევროპულ ოჯახში პოლიტიკური ასოცირებისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის დაფიქსირება.

ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრესი ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თვალსაზრისით და ველით, რომ რიგის სამიტი ასევე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ პროცესში.

უელსის სამიტზე გადაწყდა საქართველოსთვის "არსებით ღონისძიებათა პაკეტის" შემუშავება, რითიც საქართველო უფრო მეტად დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: