Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
9-05-2015, 09:58
ნანახია: 812

საქართველოს პრეზიდენტმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაკის პარკში იმყოფებოდა. 

ქვეყნის პირველი პირი ვაკის პარკში პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდშელთან ერთად მივიდა.

გიორგი მარგველაშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით როგორც ომის ვეტერანებმა, ისე სხვა მოქალაქეებმა შეკრება დილიდან დაიწყეს. დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად უცნობი ჯარისკაცის საფლავთან პოლიტიკოსებიც მიდიან.

„ინტერპრესი“