გიორგი თავდგირიძე: „სირცხვილია სხვის სისხლზე და სიცოცხლეზე საკუთარი ბინძური პოლიტიკური მანიპულაციები“

გიორგი თავდგირიძე: „სირცხვილია სხვის სისხლზე და სიცოცხლეზე საკუთარი ბინძური პოლიტიკური მანიპულაციები“

გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღეა მესმის დავა 8 თუ 9 მაისი, ძალიან სვეცკები 8 მაისს აწვებიან, ძალიან კონსერვატორები 9-სს. მაგრამ ამ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ჭიდილში ავიწყდებათ, რომ ეს დღე იმ ხალხისაა ვინც საკუთარ სიცოცხლისა და ახალგაზრდობის ფასად, მეორე მსოფლიო ომის ჯოჯოხეთში გამარჯვებისა და მომავლისათვის იბრძოდა, ყოველგვარი იდეოლოგიური იდიოტიზმებისა და პროპაგანდისტული კრეტინიზმის გარეშე. ზუსტად ეს ხალხი, ვეტერანები, ამ დღეს 70 წელია 9 მაისს ზეიმობს, 9 მაისია მათვის გამარჯვებისა და თავშეყრის დღე. ამიტომ ნუ სვეცკაობთ ზედმეტად, აცალეთ მათ, ვისი დღეცაა იზეიმონ მაშინ და ისე როგორც უნდათ.

აქვე დავამატებ, სირცხვილია სხვის სისხლზე და სიცოცხლეზე საკუთარი ბინძური პოლიტიკური მანიპულაციები, ეს იმ ე.წ. რუსეთუმეებს ეხება ვინც ამ თარიღის პოლიტიზირებას ცდილობს ( არც ურა პატრიოტები აკლებენ ხელს). ხომ შეიძლება რაღაც იყოს წმინდა რასაც ბინძური ადამიანების ხელები და ენა არ წაბილწავს“,- წერს თავდგირიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: