ენერგეტიკის სამინისტრო "სოკარს" წილს სთხოვდა?-სააკაშვილის სკანდალური სტატუსი

ენერგეტიკის სამინისტრო "სოკარს" წილს სთხოვდა?-სააკაშვილის სკანდალური სტატუსი

აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" მიერ საქართველოში კარბამიდის ქარხნის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც სააკაშვილი წერს, ენერგეტიკის სამინისტრო და მისი მაკონტროლებელი ივანიშვილი ამ ბიზნესის წილს ითხოვდა. ჭაკე უპ! აზრზე მოდით!" ამ სიტყვებით ამთავრებს მიხეილ სააკაშვილი თავის განცხადებას, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

"საქართველოს მთავრობის ზეწოლით, ფოთის მახლობლად შეჩერდა საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის განხორციელება, 700 მილიონიანი კარბამიდის ქარხნის მშენებლობა. ამ ინვესტიციაზე ჩემი მთავრობა მოელაპარაკა 2012 წელს აზერბაიჯანის მთავრობასა და კომპანია შOჩAღ-ს. ამ ქარხანას პირდაპირ და ირიბად უნდა შეექმნა ათობით ათასი სამუშაო ადგილი და სერიოზულად გაეძლიერებინა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი. ის ასევე ნამდვილი ხსნა იყო ფოთისთვის. შOჩAღ-ი დათანხმდა ამხელა თანხის ჩადებაზე, იმიტომ რომ, ქრთამს არავინ თხოვდა. ახლა კი, შეჩერდა ზუსტად იმავე მიზეზით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო და მისი მაკონტროლებელი ივანიშვილი მოითხოვდა ამ ბიზნესის წილს, ამასთან ივანიშვილის მარიონეტულმა მთავრობამ, არა მხოლოდ არ გამოთქვა შეშფოთება ამ ინვესტიციის შეჩერების გამო, არამედ გამოაცხადა, რომ მაინც არ გვაწყობდა ამ ქარხნის აშენება. რაც ადამიანურ ენაზე ითარგმნება შემდეგნაირად - რაც აწყობს ათასობით დასასაქმებელ ოჯახს, ქართულ ეკონომიკას, საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებას, მაგრამ ფული არ მოაქვს ივანიშვილის ჯიბისთვის, არ აწყობს ოლიგარქს. ამავე დროს, ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტიციის ჩაჩეხვის, ყველა ეკონომიკური მაჩვენებლის გაუარესების ფონზე გამოცხადდა, რომ ივანიშვილის პირადი ბანკის მოგება 17,5 ჯერ გაიზარდა. აზრზე მოდით!" წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

 

როგორც ცნობილია აზერბაიჯანული კოპმპანია სოკარი 700 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: