თინა ხიდაშელი: ირაკლი ჩემი მეგობარია და მასთან ხშირად მექნება შეხვედრა

თინა ხიდაშელი:  ირაკლი ჩემი მეგობარია და  მასთან  ხშირად მექნება შეხვედრა

თავდაცვის მოქმედ და ყოფილ მინისტრებს შორის არაფორმალური შეხვედრა შედგა - ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიასთან საუბრისას თინა ხიდაშელსა და ირაკლი ალასანიას საუბრის დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.

"ვაპირებ შევხვდე თავდაცვის ყოფილ მინისტრებს, რაზე ვიმსჯელებთ არ ვაპირებ, რომ მოგიყვეთ. ირაკლი ჩემი მეგობარია და მასთან გაცილებით ხშირად მექნება შეხვედრა ვიდრე იმათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები. თავდაცვის მინისტრი შეხვდა ყოფილ თავდაცვის მინისტრს,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ირაკლი ალასანიას თქმით, ეს იყო საჭირო შეხვედრა.

"ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვისაუბრეთ რაც თავდაცვის სამინისტროს ეხება. ასევე ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე, რომელიც გვქონდა თავდაცვის უწყებაში და დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც საჭიროა. მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა გაგრძელდება. ვისაუბრეთ მეგობრულად ყველა თემაზე, იყო ძალიან საჭირო და კარგი შეხვედრა,"- აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: