იუსტიციის სახლის სახურავში სიცოცხლისათვის საშიში სამშენებლო მასალები აღმოაჩინეს

იუსტიციის სახლის სახურავში სიცოცხლისათვის საშიში სამშენებლო მასალები აღმოაჩინეს

იუსტიციის სახლის სახურავიდან 25 ტონა სამშენებლო მასალის ნარჩენების გატანა შესაძლოა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ახალი ბრალის წარდგენის, ან ბრალის დამძიმების საფუძველი გახდეს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, 2013 წელს ეს სამშენებლო მასალა იუსტიციის სახლის სახურავში მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ძლიერი ქარის შედეგად სახურავის წინა ნაწილი ჩამოინგრა. იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სახურავის უხარისხო მშენებლობასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია აქვს პროკურატურას. წულუკიანის თქმით, ამ სამშენებლო მასალების კადრები უნდა გადასცეს პროკურატურას და აჩვენოს, თუ როგორ არ უფრთხილდებოდნენ წინა ხელისუფლების პირები ადამიანის სიცოცხლეს.

 

"მაშინ, როცა მიშა სააკაშვილს წინასაარჩევნოდ, სწრაფად , უხარისხოდ უნდა დაესრულებინა და გაეხსნა 2012 წლის შემოდგომაზე ეს სახლი, ჩარჩა სახურავში ნაგავი, რომელიც სიცოცხლისთვის იყო საშიში. დღევანდელი მოვლენა იქნება სისხკის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ სიცოცხლე არ იყო მაშინ ღირებული. რეალურად საკუთარ მოსახლეობას მიშა სააკაშვილმა, ჩემმა წინამორბედმა, ბატონმა ვაშაძემ დაუმალეს, რომ შეკრულ სახურავში, რომელშიც სივრცე არის 2 მეტრის სიმაღლის, დატოვეს სიცოცხლისთვის საშიში ნივთები . მე ვსვავ პროკურატურაში კითხვას, არის თუ არა ეს სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული." განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: