რატომ ვერ შეასრულა საშინაო დავალება ხელისუფლებამ?

რატომ ვერ შეასრულა საშინაო დავალება ხელისუფლებამ?

ხელისუფლებას მთელი წლის მანძილზე მოლოდინი ჰქონდა რიგის სამიტზე უვიზო რეჟიმის მიღების თაობაზე. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 2015 წლის 25 თებერვალს ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა. მანამდე 2014 წლის ნოემბერშიც პრემიერმა თქვა, რომ რიგაში კონკრეტული შედეგების მოლოდინი აქვს.

 

ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში კონკრეტულ შედეგებს ელოდა საგარეო საქმეთა მინისტრიც. ჯერ კიდევ 2014 წლის მაისში ბერუჩაშვილი იმედოვნებდა, რომ მოლდოვის მსგავსად საქართველოსაც ექნებოდა მხარდაჭერა უვიზო მიმოსვლის უფლების მოსაპოვებლად.

 

სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი საქართველოს ხელისუფლებაში გაკეთდა განცხადებები, რომ მთავრობა რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილებას არასდროს ელოდებოდა. 

 

თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ქვეყანას ამის რეალური შანსები ქონდა, უბრალოდ ხელისუფლებამ მეორე ფაზის საშინაო დავალება ვერ შეასრულა, რის შემდეგაც მთავრობამ რიტორიკაც შეცვალა. ხელისუფლება ამჯერად უვიზო მიმოსვლას წლის ბოლოს ან მომავალ წელს ელის.

„რუსთავი2“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: