Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (5)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
24-05-2015, 12:14
ნანახია: 2878

ბარაქალა  ევროპასა   და  ქართველ  ემიგრანტებს!

„შავ ანგელოზად გარდასახული სულაბერიძის (სუბლატის)  ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე გამოსვლა მართლმადიდებელი სამყაროსა და საქართველოს  შეურაცხყოფა და მუსიკალურ-შემოქმედებითი კრახია. 

საინტერესოა, ვინ დაგეგმა მისი ასე წარდგენა ქართველი ემიგრანტებისა და ევროპის წინაშე? სანაცვლოდ რა მივიღეთ?

 

“მუსიკალურად განადგურებული“  ახალგაზრდა ქართველი ქალი-ჯადოქარი, რომლითაც თურმე გაურკვევლობის სინდრომით შეპყრობილი კონჩიტა მოიხიბლა! ქართულმა პრესა-მედიამ კი ცამდე აიტაცა შუაგულ ევროპაში მოპოვებული  ეს ერთადერთი “წარმატება“ (ვაი იმ საბრალოს, ვისაც კონჩიტაც პიროვნება ჰგონია!). 

ვინაიდან ეშმაკის ბეჭდის კვალი ისედაც ყველგან აშკარაა, თვით მუსიკაშიც კი,  იქნებ ქრისტეს ჯვრის დანახვა გვეცადა - რა გეშავანგელოზებათ, ქართველებო, ანთებული სანთლებით უნდა გამოდიოდეთ სცენებზე...

ცალკეა განსახილველი ასეთი კონკურსებისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერის ხელოვნური ტექსტი და მელოდია, რომელსაც ცხრა ცნობილი მუზიდან არცერთი არ დაიჩემებდა! 

რამ დააბრმავა და დააყრუა ნიკოლოზ რაჭველი? ნუთუ ერთი “მომგებიანი “ სიმღერა ვერ იპოვა უნიკალურ ქართულ მუსიკალურ შემოქმედებაში, ნუთუ ასე ესირცხვილება ქართულად აამღეროს იოანე ზოსიმეს ენა? ანდა უნიკალურ ქართულ ეროვნულ სამოსს, რომლითაც დღესაც აოცებენ მსოფლიოს  “სუხიშვილები“ თუ  “ერისიონი“, დაცემული და გაპუტული “ანგელოზის“ ძაძა დაუპირისპირეს?!

 

ნინა სუბლატის ევროვიიზიის მუსიკალურ კონკურსზე გამოსვლა ანტიქრისტიანული, ანტიჰუმანური და მოზარდმაყურებელთათვის საშიში გამოსვლა  თუ არ იყო, რატომ არ ითხოვეს საქართველოს პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევა ვენაში გამგზავრების წინ, როგორც ამას სპორტსმენები თუ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები აკეთებენ ხოლმე? ან ჩვენს მთავრობას ასეთი სამარცხვინო მუსიკალური ნომრისთვის უნდა გაეწია რეკომენდაცია, რათა ტაში დაგვეკრა ეშმაკეულისთვის?

ქართველებო, ევროპაში ოდითგანვე ეროვნულობით ცნობილმა  სულხან-საბას საქართველომ ამჯერადაც სახტად დატოვა იგივე ევროპა!

ბარაქალა ქართველ ემიგრანტებს! არცერთ მათგანს არ უნდა მიეცა ხმა სუბლატისთვის.

მე-11 საკონკურსო ადგილი  ადგილი არც არის, მე-16 ნომრად ისედაც გამოდიოდა I-II ტურში. 

ხომ დარწმუნდით, შავი ანგელოზები და ეშმაკები ვერ გშველიან და მათსავით ადვილად ეცემით გულაღმა!

 

                                               ია ჯღარკავა  - ფილოლოგი,  “ივერიონის“ ჟურნალისტი.