სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა დააკავეს

სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა დააკავეს

სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა დააკავეს. თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მაშინ დააკავეს, როდესაც ის სითი პარკის ოფისთან საევაკუაციო მანქანებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდა.

გუნავა ამ ფორმით სითი პარკის  საქმიანობას აპროტესტებდა. თავისუფალი საქართველოს  ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ კომპანიის საქმიანობა უკანონოა.

გუნავა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს მოუწოდებდა, შეემოწმებინათ კომპანიის საევაკუაციო მანქანების საბუთები.

საპატრულო პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, ბეჟან გუნავა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით, საპატრულო პოლიციის ავტომობილით გადაიყვანა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: