რატომ დატუქსა „იმედმა“ ჯაჯანიძე?

რატომ დატუქსა „იმედმა“ ჯაჯანიძე?

ტელეკომპანია „იმედი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს რომელსაც „ივერიონი“ უცვლელად გთავაზობთ:

ტელეკომპანია იმედის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში საჩივრების განმხილველმა კომისიამ დაადგინა, რომ 2015 წლის 05 მარტის გადაცემაში ,,სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად" დაირღვა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მე-3, 31-ე, 33.3. და 56.1. მუხლების მოთხოვნები, ამასთან გადაცემაში მოწვეული ერთ-ერთი სტუმრის მიერ გაჟღერებულ იქნა მცდარი ფაქტი, კერძოდ გადაცემაში მოწვეული ზოგიერთი სტუმრის მიერ გამოთქმული იქნა შემდეგი პატივისა და ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური გამონათქვამები:

 

,,ცისფერი", ,,პიდარასტი", ,,არ მინდა ცისფერი შვილი მყავდეს, მირჩევნია დავბრიდო" და სხვა. ,,ტელეიმედი" ადასტურებს ამ სახის გამონათქვამების არსებობას, რითაც, როგორც უკვე ზემოდ აღინიშნა, დაირღვა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" მოქმედი ნორმები, ასევე აცხადებს, რომ ხსენებული წარმოადგენს გადაცემაში მოწვეული სტუმრების პირად გამონათქვამებსა და მოსაზრებებს და ის არ წარმოადგენს მაუწყებლის პოზიციას. ტელეიმედი ასევე ადასტურებს, რომ გადაცემაში მოწვეული სტუმრების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც სექსუალური უმცირესობები წარმოჩენილი არიან ავადმყოფებად, არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ მიდგომას აღნიშნულ საკითხთან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: