Iverioni
«    ივნისი 2019    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ივნისი 2019 (3)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
4-06-2015, 10:19
ნანახია: 1150

სოსო ცინცაძე: „სააკაშვილი დიდ რისკზე წავიდა, შეიძლება იგი იქ სიცოცხლესაც გამოასალმონ“!

„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.


-ბატონო სოსო, მიხეილ სააკაშვილის გაგუბერნატორებას ოდესაში და მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეობაზე უარს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ერთნი მის ქმედებას სამშობლოს ღალატად აფასებენ, მეორენი სახიფათო ნაბიჯად, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის პიოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავს, მესამენი ვარაუდობენ, რომ სააკაშვილი იმდენს იზამს, ოდესას რუსეთს “ ჩააბარებს“. თქვენ რას ფიქრობთ?


-ჩემი აზრით, სულ სხვაა რეალობა. ჯერ ერთი, მიშა არაფრის ჩამბარებელი არ არის, თვითონ თუ არ წაიღო რუსეთმა!
მეორეც, სამშობლოს  ღალატი ძნელად დასაბრალებელია და  არც  აპირებს  უარი თქვას საქართველოს  მოქალაქეობაზე. მით უმეტეს, უკრაინის  კანონმდებლობით  უფლება აქვს  2 წელი იყოს ასე, 2 წელზე მეტს არც დარჩება იქ.


ოდესის მართვა ფითილმოკიდებულ  ბომბზე ჯდომას ჰგავს. ეს  ფიზიკური საფრთხეცაა და რისკიც , რომელზეც ვერც ერთი სხვა ქართველი  პოლიტიკოსი  ვერ წავიდოდა.  როგორც ვიცით, მიშა 27 გამგებლიდან  24-ის  მოხსნას აპირებს, რომელთა  უკან ბევრი მექრთამე, კანონიერი  ქურდი თუ  კრიმინალი დგას. რისკი დიდია, შეიძლება იგი  სიცოცხლესაც გამიოასალმონ , მაგრამ რისკზე მიდის. თუმცა, არა დიდი ხნით, მხოლოდ წლის ბოლომდე  თუ დარჩება იქ და  რეფორმების 100%-ს  გაატარებს თუ  40%-ს,  უმნიშვნელოა, მთავარია, სტაბილურობა შექმნას!..


ოდესა სუპერსტრატეგიული  რეგიონია, ის საფრანგეთის  ბანდიტურ მარსელსაც  ჰგავს  და კორსიკასაც.  მას “მამა ოდესას“  უწოდებდნენ, რომლის  კრიმინალსაც კომუნისტებიც  ვერ უმკლავდებოდნენ.  როსტოვი კრიმინალის მამა იყო, ოდესა -დედა, სადაც დღესაც  ოსტაპ ბენდერის სული ტრიალებს.


 ჩვენ ისღა  დაგვრჩენია, ჩვენს პრობლემებს  მივხედოთ -  ჩვენ აქ ჩვენი ოდესა გვაქვს და უფრო უარესიც თავისი სოციალური  მდგომარეობით, ლარის დაცემული კურსით, უმუშევრობით და  და ა.შ. 


-დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი საყვედურობს, თუ რატომ არ უგზავნის ის უკრაინის ხელისუფლებას იფიციალურ ნოტას ძებნილი სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო. მათ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა ახალი მდგომარეობა ჯავშნად მოირგო და ქართველ სამართალდამცველებს ხელიდან დაუსხლტა. არიან რადიკალებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ ჩვენი ხელისუფლება არც დაინტერესებულა სააკაშვილის საქარველოში ექსტადირებით და მათი ყველა განცხადება მხოლოდ ფორმალური იყო.


- ძებნილი, საერთაშორისო  ურთიერთობაში,   ინტერპოლით  ძებნილს ჰქვია, ხოლო მიშა ასეთი  არ იყო.  მას ჩვენი კანომდებლობით ეძებდნენ, რაც უკრაინის  ხელისუფლებისთვის   არგუმენტი ვერ იქნებოდა.


ექსტრადაციაზე მოთხოვნას ერთი სახელმწიფო  მეორეს მაშინ უყენებს, თუ დარმწმუნებულია,  რომ  ამ მოთხოვნას შედეგი მოჰყვება. გაიხსენეთ,  უკრაინამ  რამდენიმე კანონიერი ქურდი გადმოსცა საქართველოს, რომლებიც  აქ გაურკვევლად “გაქრნენ“  და ახლა ფიქრობს ალბათ,  ვინც მოგეცით,  მიხედეთო? 


-საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა ორაზროვანი რამ განაცხადა: ერთ დღეს თქვა, რომ სააკაშვილს მაშინ მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეობას, როცა დასჭირდებათ, მეორე დღეს კი  ფირფიტა შეცვალა და განაცხადა: უკრაინის მოქალაქეობის მიღებით სააკაშვილმა მისი საქართველოში ექსტრადაციის მინიმალური შანსიც არ დაგვიტოვაო. ეს რას ნიშნავდა?


-ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დამოუკიდებელი და “ შეუსწორეს უფროსებმა“,  ჯერ ჩვენ გვკითხე პასუხი ასეთ შეკითხვაზე და გეტყვით,  რა უნდა თქვაო (მის ადგილზე  თავს შეურაცხყოფილად  ვიგრძნობდი).


-მოგეხსენებათ, “ნაციონალური მოძრაობა“  4-მა თანაპარტიელმა დატოვა. როგორ შეაფასებთ ამ პარტიის პერსპექტივას?


ეს დიდი დარტყმაა “ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომლის მზე  უფრო და უფრო ესვენება“.  ეს ვითარება კი ყველაზე კარგად გიგა  ბოკერიამ შეაფასა,  როცა მათ პოლიტიკური  რენეგატები უწოდა  (მისი ნათქვამიდან ასე ჩანდა). მათ ან ის იგრძნეს, რომ  “ნაციონალები“  ახალ არჩევნებში  ახალ ძალებს ეძებდნენ და საკუთარი თავი ვერ დაინახეს მათში, ან ახალ საპარლამენტო სიაში არ მოაზრებოდნენ და გადაწყვიტეს  ალტერნატივა  ეძებათ.


 ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცანაა, რა მოტივაციით დაიბარა აშშ-ს  ელჩმა მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე  და არა ოთხეული!!! 

                                          ესაუბრა ია ჯღარკავა