Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
6-06-2015, 16:00
ნანახია: 1014

სოსო ცინცაძე: „არსად მინახავს მაჟორიტარი, არჩევნების  შემდეგ ხალხი რომ გახსენებოდა“

ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას გეგმავს.  საუბარია მაჟიორიტარულ ოლქებში ბარიერის 50%-მდე გაზრდაზე, ხოლო 2016 წლიდან საარჩევნო სისტემა მთლიანად პროპორციულზე გადავა. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება არსებულ მძიმე  ვითარებას ვერ გამოასწორებს.

„კოსმეტიკური ცვლილებაც კი არ არის ყოველივე ეს! ეს იმას გავს,  როცა ავთვისებიანი სიმსივნიდან  კვეთთ მის პატარა ნაწილს და დიდს  ტოვებთ. საქართველოში მაჟორიტარული სისტემა უთუოდ  უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ,  როგორც  ჩანს, საპარლამენტო  უმრვლესობის წევრებს  გაურიგდნენ  მაჟორიტარები.  ეს რა ცვლილებაა?  საქართველოში  ისევე უნდა გაუქმდეს  მაჟორიტარული  სისტემა,  როგორც  ნაფიც მსაჯულთა  სასამართლო, გუშუნდელი დღის შემდეგ. ( მაინც და მაინც,  კედელს ცხვირი უნდა გავარტყათ, სისხლი რომ წამოვიდეს?!)“-აცხადებს ცინცაძე. მისი მოსაზრებით, არც პროპორციული სისტემა არ არის იდეალური.

„ჩემს სიცოცხლეში ჯერ არსად მინახავს ამა თუ იმ რეგიონის   ერთგული მაჟორიტარი ( შეიძლება  ბუნებაში იყოს), არჩევნების  შემდეგ ხალხი რომ გახსენებოდა. დღეს ჩვენ გვყავს მაჟორიტარები,  რომლებიც საერთოდ არ ესწრებიან პარლამენტის  სხდომებს, ან  მიკროფონთან ერთხელაც  არ მიუსულან, როგორ იცავს ის თავისი რეგიონის  უფლებებს, არ არის საინტერესო? უფრო უარესი ის არის, რომ  მაჟორიტართა  80%  ბიზნესმენია, რომლებიც თავიანთი  ბიზნესის ლობირებით არიან დაკავებულნი,“-აცხადებს ცინცაძე.

 

ია ჯღარკავა