Iverioni
«    მაი 2018    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
მაისი 2018 (6)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
10-07-2015, 10:42
ნანახია: 1483

საქართველო, გლობალისტები და სხვადასხვა ჯურის ანტიქართველები

ახლახან ბატონ ასლან ფაღავას ე.წ. „პოსტი“ წავიკითხე - წუხილითა და გულისტკივილით გაჯერებული - მასონებსა და გლობალისტებს დებდა ბრალს ჩვენ გაუბედურებაში. 

 

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი პუბლიკაციები ყველთვის კომპეტენციით, ღრმა ცოდნითა და ინტელექტით გამოირჩევა, რაც სამწუხაროდ დეფიციტი გახდა არა მარტო აქ, ვირტუალურ სივრცეში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. 

 

ამ შემთხვევაში ბატონი ასლანის ოპონირებას არ ვაპირებ, პირიქით ვეთანხმები მის ყოველ წინადადებას და გლობალისტებთან და მასონებთან დაკავშირებით სრულ სოლიდარობას ვუცხადებ! მაგრამ, უნებლიედ, ერთი ქართული ანდაზა მახსენდენა - „რა მნიშვნელობა აქვს, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ტურა?“ ჩემთვის, ვინც ქართველების განადგურებას ცდილობს, ყველა დუშმანი და მამაძაღლია: მასონი იქნება, გლობალისტი, თუ კოლაბორაციონისტი ქართველი! ყველა ვხედავთ, როგორ გვჟლეტენ უსისხლოდ „მშვილდისრისა და ხმლების“ გარეშე, ვხედავთ, როგორ მივდივართ უკუსვლით. ყველაფერს ვხედავთ და მაინც უძლურნი ვართ! უძლურნი ვართ ჩვენივე „არჩეული“ პოლიტიკოსებით, ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი შეიარაღებით და რაც მთავარია, იმდენად დაქსაქსულები ვართ, იმდენად გვსიამოვნებს ერთმანეთისთვის კვანტის გამოდება, ასე მგონია, ჩვენზე დიდი მტერი საქართველოს ნამდვილად არ ჰყავს! 

 

აქსიომაა ისიც, რომ „მასონებთან და გლობალისტებთან“ დაძმაკაცებული ეთნიკური ქართველები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ განსწავლულ პატრიოტებს რეალური მართვის ბერკეტები ხელში არ ჩაუგდონ, რომ საზოგადოებამ რეალობის აღქმა ვერ შეძლოს. აქედან გამომდინარე, გარეულმა და შინაურნა მტერმა ყველა პირობა შეგვიქმნა იმისათვის, რომ ჩვენი „ეროვნული ცნობიერება“ მხოლოდ და მხოლოდ დაკავდეს სამუშაოს შოვნით და ლუკმა პურის მოპოვებაზე ფიქრით. 1 მილიონ 700 0000 უცხოეთში მყოფი ქართველი იძულებითი ემიგრანტი კი იმაში დაოსტატდა, მოხუცებს მოუაროს და არალეგალურად ცხოვრების ხრიკებს და ხერხებს სრულად დაეუფლოს. 

 

დღევანდელი რეალური სურათი ასეთია: საქართველო არასოდეს ყოფილა ტერიტორიულად ასეთი შემცირებული, დაპატარავებული და მორალურად განადგურებული. დაინტერესებული სუპერ სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძვიან, რათა საბოლოოდ შეათრიონ ჩვენი ქვეყანა საკუთარი იმპერიის ფარგლებში, ამის პარალელურად ფიზიკურად, ზნეობროივად და სარწმუნოებრივად ანადგურებენ ქართველებს, როგორც ქვეყნის რეალურ ბატონ-პატრონებს. ყველაზე დიდი უბედურება კი ის არის, რომ ამ ანტიქართულ „პროექტებში“ ქართველები მონაწილეობენ - იმდენად „ჰიპერაქტიურები“ არიან, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან „ანტიქართული ნოვაციების“ შექნმაში! 

 

რაში ვხედავ გამოსავალს? 

 

მე ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც გავიმეორებ: ამ რეალურ დროსა და სივრცეში ჩვენი გადარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული სულის შენარჩუნებაშია. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ქართული სული გროშებზე არ იყიდება, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვარსებობთ და ერთად ყოფნაც შეგვიძლია! 

 

ასეთი მასშტაბის ეროვნული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელია ე.წ. „მეოთხე ხელისუფლების“ ერის ინტერესებში ჩაყენება! თუ არ სურთ, უნდა ვაიძულოთ! უნდა აილაგმოს ყველა ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ორგანიზაცია, რომლებიც აშკარად  ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევიან! 

 

ასე და ამ გზით დავიცავთ საქართველოს და ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალს! 

 

ძნელია? 

 

რასაკვირველია ძნელია, მაგრამ მონდომების შემთხვევაში მიღწევადი! 

 

თამაზ ჭეიშვილი