Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
7-09-2015, 13:05
ნანახია: 628

დავით უსუფაშვილი: მხოლოდ აგრესორად აღიარება ამა თუ იმ ქვეყნის არ კმარა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ

 მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება ამა თუ იმ ქვეყნის არ კმარა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა. 

როგორც უსუფაშვილმა განმარტა, აღსანიშნავია ის, რომ კონფერენცია ეძღვნება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპის მთლიანობას და ეს კონფერენცია ტარდება საქართველოში. 

"ეს არის ყველაზე უკეთესი დასტური იმის, რომ საქართველო არის ევროპული ცხოვრების შემადგენელი ნაწილი და კონფერენციის სწორედ თბილისში ჩატარება ეძღვნება არა მხოლოდ ქართულ პრობლემებს, არამედ ევროპის უსაფრთხოების და მთლიანობის პრობლემებს. ეს არის გააზრება, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, რომ საქართველოს პრობლემები ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემები, ეს არ არის მხოლოდ სამხრეთ კავკასიის პრობლემები, ეს არის მთელი ევროპის და მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემა. სწორედ ამ კონტექსტშია განხილული ძალიან ბევრი საკითხი, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობის საკითხები. ყველა ვინც საქართველოში ჩამოდის, ან ვისაც ვხდებით უცხოეთში მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველო ატარებს პრინციპულ, ძალიან გონივრულ და სწორ პოლიტიკას, როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში, ისე მტრებთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა იყოს სწორი ორივე მიმართულებით. მხოლოდ მტრად და აგრესორად აღიარება ამა თუ იმ ქვეყნის არ კმარა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ", - განაცხადა უსფაშვილმა. 

 

მისივე თქმით, ევროპასთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად საქართველო დაძლევს ამ პრობლემებს, ხოლო ცალკე და მარტო ვერ გაუმკლავდება.