Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-09-2015, 20:22
ნანახია: 894

თამარ სანიკიძე: თვალს არცერთ შემთხვევაზე არ დავხუჭავ!

საჯარო სკოლებში უსაფრთხოება ძლიერდება. სკოლის მანდატურება სპეციალური გადამზადების კურსი უკვე გაიარეს. მანდატურის სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უკვე გაეცნო. პირველ ეტაპზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები 11 საჯარო სკოლაში განხორციელდება.

 

როგორც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადეს   მომზადებული რეკომენდაციები სამ მიზანს ემსახურება:

 

უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება საჯარო სკოლებში

რეკომენდაციების შემუშავება საჯარო სკოლებისთვის

დარღვევების პრევენცია

 

"ჩვენ ვაძლიერებთ სისტემას და არა მანდატურის სამსახურს.  რეკომენდაციების შემუშავების პროცესში  საგანგებო სიტუაციების სააგენტოა ჩართული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ სკოლებში საგანგებო შტაბების შექმნა და სასწავლო განგაშების შემოღება. თუ სასწავლო განგაში წელიწადში რამდენჯერმე ჩატარდება სკოლაში-სტიქიური უბედურებების დროს, მოსწავლეები უკვე ინფორმირებულები იქნებიან როგორ მოიქცნენ, ამით კი შემცირდება რისკები და არ მოხდება უბედურება," - განაცხადა მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ კონსტანტინე ანჯაფარიძემ.

 

საგანგებო შტაბი, რომელზე კონსტანტინე  ანჯაფარიძე საუბრობს მანდატურებისგან,  სკოლების ადმინისტრაცისა  და პედაგოგებისგან იქნება დაკომპლექტებული.

 

სასწავლო განგაში კი გულისხმობს ინსტრუქტაჟს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

 

რეკომენდაციაში ყურადღება ეთმობა თამბაქოს მოხმარებასაც-მისი შემცირების მიზნით აიკრძალება მოსწავლეების სკოლის ტერიტორიიდან გასვლა თამბაქოს მოხმარების მიზნით და მოხდება მათი მშობლების ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ.

 

აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გაამახვილა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც. თამარ სანიკიძეს განცხადებით, სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარებისთვის სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები განსაკუთრებით დაისჯებიან.

 

"თვალს არც ერთ შემთხვევაში არ დავხუჭავ, თუ დირექტორებისა და პედაგოგების მხრიდან მოხდება თამბაქოს მოხმარება სკოლის შენობაში, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველ შემთხვევაზეც ყველა მკაცრად დაისჯება. მოსწავლე მაგალითს იღებს ოჯახიდან და პედაგოგებისგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. სკოლაში თამბაქო დაუშვებელია," - განაცხადა მინისტრმა.

 

მომზადებული რეკომენდაციების თანახმად სკოლებში უნდა გაუმჯობესდეს აღრიცხვის სისტემა.  სკოლაში არ გამოცხადების,  დაგვიანების ან საგაკვეთილო პროცესის მიტოვების  შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს.

 

ასევე, შეიზღუდება სკოლის შიგნით საშვის გარეშე გადაადგილება.  თუ სამინისტრო რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, შეიზღუდება მშობლების გადაადგილება სკოლის ტერიტორიაზე, გარდა დირექტორის მიერ დადგნილი დღისა.

 

პრევენციის მიზნით, ასევე იგეგმება ყურადღების გამახვილება წარმოქმნილ უთანხმოებაზე:

 

ძალადობის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოხდეს მჭიდრო თანამშრომლობა მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრთან და სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან.

 

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამოვლენის შემთხვევაში დროულად მოხდეს შესაბამისი ორგანოების ინფორმირება. მიზანშეწონილია დადგინდეს მიზეზი, მოხდეს გასაუბრება კონფლიქტის მონაწილე მხარებთან (მოსწავლე, მშობელი, პედაგოგი) და დაისახოს პრობლემის მოგვარების გზები;

 

სკოლის დირექციამ კონფლიქტის მოგვარების დროს სიტუაცია უნდა შეაფასოს ობიექტურად და შეასრულოს მედიატორის ფუნქცია;

 

კლასში მოსწავლეებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების პრევენცია უნდა განახორციელოს დამირგებრელმა: მართოს კლასში ინტერპერსონალური ურთერთობები, გაამოაშკარავოს ემოციური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები

 

ქცევით დარღვევების მქონე მოსწავლეების მიმართ ამოქმედდეს განსაკუთრებული მიდგომები, რაც გულისხმობს: კერძო საუბრებს, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვას, ოჯახთან მჭიდრო ურთიერთობას, მათი მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე ადექვატურ რეაგირებას და არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლებთან თანამშრომლობას;

 

პრევენციის მიზნით მოხდეს მჭიდრო თანამშრომლობა მანდატურის სამსახურთან არსებულ ფსიქოლოგიურ ცენტრთან და სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან;

 

საჯარო სკოლებმა ინდივიდუალურად დაინერგონ კლასგარეშე აქტივობები ამ მოსწავლეთა ჩართულობით;

 

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე უწყება გავერთიანდით იმ საკითხის გარშემო, რასაც ბავშვის უსაფრთხოება ქვია სკოლაში. მთელი წელი ვაკვირდებოდით როგორ ვითარდებოდა მდგომარეობა სკოლებში და რა კუთხით საჭირდება გაძლიერება. ჩამოვყალიბდით გარკვეულ მოდელზე. საპილოტე მოდელს 11 სკოლაში დავნერგავთ შემდეგი წლიდან კი მთელ სისტემაში," - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

წყარო: edu.aris.ge,