Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
7-09-2015, 22:32
ნანახია: 623

კახა კახიშვილი პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მაღაზიებზე  მონიტორინგს აწესებს

სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში მაღაზიით სარგებლობის უფლებით უზრუნველყოფას ეხებოდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ დღესდღეობით პენიტენციურ დაწესებულებებში ვითარება კარდინალურად შეცვლილია.

 

"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები გამართულად ფუნციონირებდეს და მსჯავრდებულებს სასურველი პროდუქციის შეძენა შეუფერხებლად შეეძლოთ. ამიტომაც, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის გადაწყვეტილებით, ყველა დაწესებულებაში შეიქმენება ლოკალური ჯგუფები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ მაღაზიების ფუნქციონირებას და ნებისმიერ დარღვევაზე მყისიერი რეაგირება ექნებათ", – აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში.

 

სახალხო დამცველის ოფისის მიერ დღეს გავრცელებულ რეკომენდაციაში აღნიშნული იყო, რომ შპს GMM-მა თავი ვერ გაართვა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების პროდუქციით მომარაგებას. გვინდა აღვნიშნოთ, რომ დასახელებული კომპანია 1 აგვისტოდან აღარ ახორციელებს დაწესებულებების პროდუქციით მომარაგებას.