"იღბლიანი" მამულიჩა და ზედმეტი თავისუფლებით გათამამებული თემიდა!

"იღბლიანი"  მამულიჩა და  ზედმეტი თავისუფლებით გათამამებული თემიდა!

 ნარკოტიკულ სკანდალში გახვეული მამულიჩა სასამართლო დარბაზიდან გაანთავისუფლეს - ძნელი სათქმელია, ამ შემთხვევაში ლელა წურწუმიას ავტორიტეტმა  გაჭრა, თუ სასამართლომ თავისი უპრინციპობა (კანონისადმი უპატივცემლობა) კიდევ ერთხელ დაამტკიცა, მაგრამ ერთი რამ  ფაქტია: ამ "შეწყალებას" საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი  საკმაოდ აგრესიულად და უკმაყოფილოდ შეხვდა. ადრე კი პირიქით იყო - ხალხი სასამართლოს პროკურატურის დაკვეთის უსიტყვო შესრულებაში ადანაშაულებდა და უსამართლოდ დასჯილთა მიმართ თანაგრძნობას გამოხატავდა.

 

  ციხისთვის არავინ გვემეტება, მაგრამ, არც შერჩევითი სამართალი  უნდა არსებობდეს-ადამიანი, რომელიც საქართველოში   ნარკობარიგად იყო აღიარებული  და დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემოტანისთვის  დაიჭირეს, სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლდა- ეს მაშინ, როდესაც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე      ასეულობით თანამოქალაქენი      ციხის კედლებში იტანჯებიან. 

 

 გადაცდომისგან არავინაა დაზღვეული,  მაგრამ, როცა საქმე   ნარკოტიკული ნივთიერების არა მოხმარების, არამედ, გასაღების მიზნით შემოტანას ეხება, ასეთი ლოიალური დამოკიდებულებით საზოგადოებასა და სახელმწიფოს  შორის არსებულ უფსკრულს კიდევ უფრო ვაღრმავებთ!

რაც არ უნდა ვიძახოთ, დღეს  სასამართლო თავისუფალია - სასამართლოს  თავისუფლება უკანონო  გადაწყვეტილების მიღებას არ გულისხმობს!!!

თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არგუმენტირებული კომენტარი სასამართლოს მხრიდან არ გაკეთებულა, ალბათ არც გაკეთდება  და ხალხის აღშფოთება  თუ გაოცება მხოლოდ ორთქლის გამოშვებით დამთავრდება, რაც ფრიად სამწუხაროა.

 ასეა, თუ ადრე  ყველა უკანონო გადაწყვეტილება  სასამართლოზე ზეწოლით მართლდებოდა, დღეს სასამართლო წნეხისგან განთავისუფლებული თემიდა საკუთარი "თავისუფლების" ხარისხით გვაოცებს!

 

  ჯერ სადა ვართ!!!

 

 

   ანდრია ლისაშვილი 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: