Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
10-09-2015, 14:06
ნანახია: 662

სანდრო ბრეგაძე:აუცილებელია, რომ უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი შედგეს!

"თუ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, მაშინ საქართველო-უკრაინის ურთიერთობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება! თუმცა, არა მგონია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველო-უკრაინის დიდი ხნის მეგობრობა სააკაშვილთან ძმაკაცობას გადააყოლოს!" - ამ განცხადებას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს. 

 

"დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესის მოსახლეობა და მთლიანად უკრაინელი ხალხი ძალიან მალე მიხვდება, სააკაშვილის სახით ვისთანაც აქვს საქმე და ამ პირწავარდნილ ავანიტიურისტს პოლიტიკურ სანაგვეზე გაისტუმრებს, ისევე, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გააკეთა!

 

აუცილებელია, რომ უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შედგეს!

 

ჯერ ერთი, უკრაინის ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, თუ რამხელა განსხვავებაა სრულიად არაადეკვატურ სააკაშვილსა და საქართველოს დღევანდელ პირველ პირს - ირაკლი ღარიბაშვილს შორის. და მეორე - დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის კიევში ვიზიტის შემდეგ საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში დღეს არსებული ბევრი კითხვის ნიშანი მოიხსნება.

 

უკრაინა საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი პირების თავშესაფარი აღარ უნდა იყოს!

 

კიევში საკმაოდ ხშირად იმართება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა როგორც ღია, ისე ფარული შეკრებები, რომლებზეც გეგმებს სახავენ, საქართველოში არეულობა როგორ მოაწყონ!" - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.