Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
11-09-2015, 09:18
ნანახია: 1636

თინათინ ხიდაშელი : რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში

საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამუშაო ვიზიტი ევროპაში გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ლატვიელმა კოლეგამ უმასპინძლა. 

 

შეხვედრაზე კოლეგებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის აქტუალური საკითხებსა და საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების გზაზე ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობაც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მნიშვნელობა და ნატო-ს 2016 წლის ვარშავის სამიტის შედეგები იყო. 

 

ლატვია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რაიმონდს ბერგმანისისგან დაპირება მიიღო, რომ ლატვია "ვარშავის სამიტამდეც" და სამიტის შემდეგაც ოფიციალური თბილისის აქტიური მხარდამჭერი იქნება, როგორც ორმხრივ ისე, საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მრავალმხრივ ფორმატებში. სრული მხარდაჭერა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარესთან აინარს ლატკოვსკისთან შეხვედრაზეც. 

როგორც თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, საქართველო-ლატვიის ორმხრივი ურთიერთობი კვლავ აქტიურად გაგრძელდება.

 

"ლატვია თანამონაწილეა საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების და ერთობლივი სწავლებების. ასევე, აქტიურად გაგრძელდება და კიდევ უფრო ფართო მასშტაბს მიიღებს ეს ურთიერთობები. JTEC-ის წარმატებით განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ნატოს წევრი ქვეყნების თანამონაწილეობა და ლატვია ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორია. მინისტრმა ისაუბრა საჩხერის ბაზაზე მიმდინარე წვრთნებზე, სადაც მათ შორის ლატვიელი ჯარისკაცებიც იღებენ მონაწილეობას. ამ ზაფხულსაც ვმასპინძლობდით მათ. JTEC-ის პირობებში ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მხოლოდ საჩხერით არ შემოიფარგლება. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის ის მიმართულებები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - რაც შეიძლება მეტი ნატო-ს ჯარისკაცი საქართველოში",- განაცხადა ხიდაშელმა.