Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
11-09-2015, 20:27
ნანახია: 761

ჩინური გამოცემა

გავლენიანი ჩინური გამოცემა "სინხუა" საქართველოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

 

"მე ვფიქრობ, საქართველო ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება. საქართველო ჩინეთისათვის რეგიონში ყველაზე მომხიბლავი ქვეყანაა ინვესტიციების, წარმოების, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დავოსის საზაფხულო ფორუმში მონაწილეობს.

 

მინისტრი მიესალმა მარტში, ჩინეთსა და საქართველოს შორის "ახალი აბრეშუმის გზის - ეკონომიკური სარტყელის" მშენებლობის პროექტში საქართველოს თანამშრომლობის თაობაზე ხელმოწერილ შეთანხმებას და დასძინა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა არის არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დასაწყისი, არამედ პერსპექტივა რეგიონისა და მთლიანად ევრაზიული კონტინენტისთვის.

 

"პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო მარშუტების მოდერნიზაცია და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება. ქართული ბიზნესი დაინტერესებულია ამ შეთანხმებითა და პოტენციური თანამშრომლობით" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

საქართველო გეოგრაფიული მდებარეობით ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი დერეფანია, რის გამოც საუკეთესოდ გამოდგება ჩინური კომპანიებისათვის სავაჭრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკის ცენტრად, განაცხადა მინისტრმა.

 

ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის - ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით, საქართველო გეგმავს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის მრავალმხრივი მართვის საბჭოს ჩამოყალიბებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალური სატრანსპორტო მარშუტის ეფექტურად მართვას.

 

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში შენდება რკინიგზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს. ეს გზა პეკინიდან მომავალ სატვირთო მატარებლებს საშუალებას მისცემს ევროპაში დაახლოებით 20 დღეში ჩავიდნენ - რაც ფულისა და დროის დიდ რესურსს დაზოგავს.

 

"თბილისი - აბრეშუმის გზის ფორუმი", რომელსაც საქართველო ოქტომბერში უმასპინძლებს, ხელს შეუწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებას და რეგიონალური თანამშრომლობას განვითარებას ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებში.

 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნებმა დაასრულეს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. "ჩინური კომპანიებისთვის ეს იქნება ახალი შესაძლებლობა საწარმო კომპონენტების ჩვენს ქვეყანში ექსპორტირებისათვის, რომელიც შეგროვდება საქართველოში და გაიყიდება ევროპის ქვეყნებში სატარიფო და არასატარიფო ბარიერების გარეშე",  განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან.

 

"ჩვენ მივესალმებით ჩინელი ინვესტორების მონაწილეობას შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობაში, ისევე როგორც სხვა სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, ტრანსპორტი, საფინანსო და სოფლის მეურნეობის სფეროები. ერთ-ერთი კერძო ჩინური მედია კომპანია ჩინური სილამაზის კონკურსს საქართველოში მართავს, რაც, ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი კულტურულ ურთიერთობებსა და ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარების", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ტურიზმი, ასევე არის ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების ეფექტური ინსტრუმენტი.