დავით ნარმანია: ზაფხულის დასაწყისში ყველა ბაღში ჩატარდა ინვენტარიზაცია

დავით ნარმანია: ზაფხულის დასაწყისში  ყველა ბაღში ჩატარდა ინვენტარიზაცია

დღეს საბავშვო ბაღების უმრავლესობაში სასწავლო-სააღმზრდეო პროცესი დაიწყო, რამდენიმე საბავშვო ბაღი კი ფუნქციონირებას 1 კვირაში განაახლებს. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, ზაფხულის განმავლობაში 100-ზე მეტ ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, მათგან რამოდენიმე შენობა კაპიტალურ სამუშაოებს საჭიროებდა და მათი დასრულება სასწვალო წლის დაწყებისთვის ვერ მოესწრო.

 

,,54 000 ბავშვი დარეგისტრირდა საბავშვო ბაღებში, სულ რამდენიმე ბაღი გვაქვს გამონაკლისი, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ვინაიდან იქ მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებებლი. მას შემდეგ რაც დავითხოვეთ ბავშვები ზაფხულის დასაწყისში აბსოლუტურად ყველა ბაღში ჩატარდა ინვენტარიზაცია," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: