ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

თამაზ შოშიაშვილი: მერიამ ,,ნაციონალური მოძრაობის" პროექტები უნდა განახორციელოს

თამაზ შოშიაშვილი: მერიამ ,,ნაციონალური მოძრაობის" პროექტები უნდა განახორციელოს

დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა დედაქალაქში არსებულ საცობებზე ისაუბრა და თბილისის მერიას მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყონ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა ქალაქში არსებული მდგომარეობა განიმუხტოს.

 

,,მივმართავ თბილისის მერს და თბილისის მთავრობას, რომ 2016 წლის ბიუჯეტში მაინც გაითვალისწინონ ის პროექტები, რომლებიც თაროზე შემოდო ,,ოცნების" ხელისუფლებამ. ასევე, როგორც დედაქალაქის აღმასრულებელი ხლისუფლების პირველმა პირმა, ნარმანიამ ცენტრალურ ხელისუფლებაში ლობირება გაუწიოს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტს, მის დასრულებას და ძველი რკინიგზის ადგილზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებას", - განაცხადა შოშიაშვილმა.

 

როგორც თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში ბრიფინგის დაწყებამდე განაცხადა, 950 მილიონიან ბიუჯეტში, არც ერთი პროექტი არ არის გათვალისწინებული დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

 

"თუ გაგრძელდა ნარმანიას უნიათობა და უმოქმედობა ამ კუთხით, დედაქალაქში მივიღებთ სატრანსპორტო კოლაფსს," - აღნიშნა შოშიაშვილმა.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: