Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
19-09-2015, 09:23
ნანახია: 870

კახი კალაძე: საზოგადოებას მთავრობის სჯერა!

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, მზადდება დოკუმენტი იმის შესახებ თუ რა გაკეთდა 3 წლის განმავლობაში, სადაც იქნება აღწერილი რა შესრულდა და რა ვერ შეასრულა ხელისუფლებამ საკუთარი დანაპირებიდან.

 

როგორც  გადაცემა "რვიანში" ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა საქართველოში პრობლემები არსებობს და ასევე არის პროგრამები, რისი მეშვეობითაც ადამიანების დასაქმება ხდება.

 

"არჩევნებამდე ბევრი დროა დარჩენილი და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ხალხს ის ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც არის დღეს, კიდევ უფრო შევუმსუბუქოთ. ამისთვის ბევრი პროგრამაა და ეს პროგრამები გაგრძელდება. მესმის ძალიან კაგრად ის პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ერთი ხელის მოსმით ამის მოგვარება შეუძლებელია. ჯადოსნული ჯოხი არავის აქვს, თუმცა ეტაპობრივად ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ჩვენ იმდენი პრობლემები დაგვხვდა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდა. დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ადამიანების დასაქმებაა. ამიტომ ჩვენ ყველანაირ პირობებს ვქმნით იმისთის, რომ ახალი სამუშაო ადილები შეიქმნას. ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 30 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, კონკრეტული პროექტების განხორციელებით. მე ვფიქრობ, საზოგადოება სწორ ანალიზსს გააკეთებს იმაზე, რაც ჩვენ ამ წლების განმავლობაში გავაკეთეთ. ჩვენ ვამზადებთ დიდ დოკუმენტს, თუ რა გაკეთდა ამ 3 წელში, რა შესრულდა და რა ვერ შევასრულეთ, ამაზე ღიად ვისაუბრებთ. ვფიქრობ, საზოგადოებას მთავრობის სჯერა და ეს ყველაფერი 2016 წლის არჩევნებზე ცხადი გახდება ყველასთვის", - განაცხადა კალაძემ.