Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
21-09-2015, 14:41
ნანახია: 906

ნოდარ ხადური: ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები ამოწურულია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორები სრულად ამოწურულია. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. ნოდარ ხადურის კომენტარი "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტრომ მიაწოდა. 

 

"ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით გაცვლითი კურსის გამყარებას. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ არც სახელმწიფო ბიუჯეტის ოპერაციებს და არც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფინანსირების სესხებს, გაცვლით კურსზე უარყოფითი ზეგავლენა არ მოუხდენია," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. 

 

"მუდმივად გვაქვს ინფორმაციის გაცვლის რეჟიმი და კოორდინირებულად ვმუშაობთ," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.