Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
22-09-2015, 10:04
ნანახია: 884

დღეს, საკონსტიტიციო სასამართლოში "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით სარჩელი შევა. 

სარჩელს "ნაციონალური მოძრაობიდან" და "თავისუფალი დემოკრატებიდან" 30-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი აწერს ხელს. 

 

საქმე ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გატანას და ცალკე სააგენტოს შექმნას ეხება, რაც საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა. 

 

როგორც საკონსტიტუციო სარჩელის ავტორები განმარტავენ, კონსტიტუციით ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, რომელიც შესაბამისი ინსტრუმენტების არ არსებობის შემთხვევაში დაკისრებულ უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს. საპარლამენტო ოპოზიცია იმასაც ამბობს, მაშინ, როცა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების დასახელება პრეზიდენტის დისკრეციაა, პრეზიდენტიც ვერ განახორციელებს კონსტიტუციით გაწერილ ყველა უფლებამოვალეობას.