თინათინ ხიდაშელი: სადაც კი ნატო გაფართოვდა,ამ ქვეყნების უსაფრთხოება გაიზარდა

თინათინ  ხიდაშელი: სადაც კი ნატო გაფართოვდა,ამ ქვეყნების უსაფრთხოება გაიზარდა

არანაირი მაგალითი არ გვაქვს, რომ ნატოს გაფართოებას რომელიმე ქვეყანაში ომი ან რაიმე გართულება მოჰყოლოდა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა BBС-ის გადაცემა "HAКDTALK-ში განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელია საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთოს.

 

თინა ხიდაშელის განმარტებით, არანაირი მიზეზი არ არსებობს დაიჯეროს, რომ საქართველოს შემთხვევაში სხვანაირად იქნება. 

 

"ამ შეკითხვაზე როგორც მოკლე, ასევე საკმაოდ ვრცელი პასუხის გაცემა შეიძლება. სწრაფი და მოკლე პასუხია - არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა ნატოსთან ომში ჩასართავად, დღევანდელ ევროპაში არსებული გარემოებების მიუხედავად. ვრცელი პასუხი კი არის ნატოს ისტორია. სადაც კი ნატო გაფართოვდა, ყველგან მშვიდობა მიუტანა იმ ქვეყანას. არანაირი მაგალითი არ გვაქვს, რომ ნატოს გაფართოებას რომელიმე ქვეყანაში ომი ან რაიმე გართულება მოჰყოლოდა. პირიქით, ამ ქვეყნების უსაფრთხოება გაიზარდა. ყოველთვის აღვნიშნავ, ბალტიისპირეთის ქვეყნები უსაფრთხოდ ცხოვრობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან თავისუფლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნატოში გაწევრიანდნენ. არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ საქართველოს შემთხვევაში სხვანაირად მოხდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იმ ურთიერთობებზეც ისაუბრა, რომელიც ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში უშუალოდ აფხაზეთსა და ცხინვალთან ექნება და განმარტა, რომ საქართველოს გეგმაში არავისზე თავდასხმა არ შედის.

 

"აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და მუდამ ასე იქნება. საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აფხაზი და ოსი ხალხის გული მოიგოს. ვფიქრობ, ჩემი ქვეყნის ყველა მთავრობის ახლანდელი მიზანი ამ ტერიტორიების დაბრუნებაა. ჩვენ გერმანელების მსგავსად ვიმოქმედებთ, როცა ქვეყნის ნახევარი ნატოში გაწევრიანდა, მეორე ნახევარი კი საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ დარჩა. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მაგრამ საბოლოოდ ომისა და შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე დასრულდება. არსებობს გამოცდილება, მაგალითი და საქართველო მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს. ჩვენ არასდროს ჩავერთვებით ომში აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან". 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: