Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (4)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
23-09-2015, 13:59
ნანახია: 710

დემურ გიორხელიძე:ლარის სტაბილიზაციას შიდა რესურსების განვითარება და სტაბილური სავალუტო ნაკადების შემოსვლა მოახდენს

"ლარის სტაბილიზაციას შიდა რესურსების ეკონომიკის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ექსპორტის გაზრდა და სტაბილური სავალუტო ნაკადების შემოსვლა მოახდენს", – განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ დღეს გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.

ექსპერტმა სავალუტო რესურსების და პრივატიზაციის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ვერც სავალუტო რეზერვების ხარჯვა და ვერც პრივატიზაცია გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის სტაბილიზაციას ვერ მოახდენს.

 

"ლარის ვარდნის ასე გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა საერთოდ შეიკუმშება და სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. ქვეყანაში არ არის შემოსავლები და ამ ვითარებაში ახალი სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება. მხოლოდ რეზერვების გამოყენებით ლარის სტაბილიზაცია შეუძლებელია, ამან შესაძლოა, კიდევ უფრო ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. საერთო ღონისძიებათა კომპლექსში სავალურო რეზერვების ფრთხილი გამოყენება და ინექციები ბაზარზე, რა თქმა უნდა, სტაბილიზაციის მხრივ შედეგიანი იქნება, მაგრამ აქ საუბარი არ არის გრძელვადიან სტაბილიზაციაზე.

მთავრობამ რამდენიმე დღის განმავლობაში მაკროეკონომიკურ ენაზე უნდა გვითხრას, რას გააკეთებს. როცა მთავრობა და ეროვნული ბანკი მიზეზებს სწორად არ ხედავენ და უნდათ პრობლემის მიზეზი არა საკუთარ პოლიტიკაში, არამედ გარეთ მოძებნონ. ლარზე ზეწოლა შეიძლება დღევანდელი გადასახედიდან ეკონომიკის შეკუმშვის ხარჯზე მოხდება და მეორე უბედურებაში გადავდივართ. გამოდის, რომ ლარის სტაბილიზაცისთვის ეკონომიკამ არ უნდა მოიხმაროს ფული, ბიუჯეტმა უნდა შეკვეცოს ხარჯები. ჩვენ ლარი გვჭირდება იმისთვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს, სამუშაო ადგილები შეიქმნას, მაგრამ ჩვენ მივდივართ იმ მდგომარეობისკენ, ლარი რომ შევაჩეროთ, ეკონომიკაში აქტიურობა უნდა შევანელოთ. ეს ძალიან ცუდი სცენარია, მაგრამ მე უკეთესს ვერაფერს ვხედავ. რაც შეეხება პივატიზაციას, ეს პირველ ფულს გააჩენს, თუმცა ეს ის გზა არ არის, რომლითაც შეიძლება ლარის სტაბილიზაცია მოხდეს", – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.

გიორხელიძის განმარტებით, ლარის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხელისუფლებამ ორიენტირი საგარეო ფაქტორებზე არ უნდა აიღოს, რადგან როგორც ექსპერტი ვარაუდობს, არცერთი საგარეო ფაქტორი უახლოეს მომავალში არც რუსეთში, არც უკრაინაში, არც საბერძნეთში, არც იტალიაში, არც ევროკავშირში არ გაუმჯობესდება.

"საგარეო ფაქტორების იმედად ყოფნა არ შეიძლება. ჩვენ გვრჩება შიდა რესურსები, რომ ნელ-ნელა ჩაანაცვლო იმპორტი და ის პროდუქცია, რომელიც შეგიძლია, რომ აქ აწარმოო. არანაირი გამართლება არ აქვს იმას, რომ ქვეყანაში 4 000 ტონა ვაშლი, კიტრი, ხორცი, პამიდორი და სხვა უამრავი რამ შემოგვაქვს. რაც შეეხება ბიუჯეტის კორექტირებას, არაძირითად ხარჯებზე დარჩენილ სამ თვეში მთავრობას ალბათ მოუწევს. ეს კარგი არ არის, მაგრამ საჭიროა იმისთვის, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და მოხერხდეს, რომ 2-3 თვე სტაბილური იყოს ლარი, მთავრობისთვის ეს დიდი მოგება იქნება, რომ ამ პერიოდში სხვა ღონისძიებები გაატაროს", – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.