Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
24-09-2015, 11:32
ნანახია: 1144

თბილისის მერია პროექტს

თბილისის მერია მხარს უჭერს პროექტს - "ახალი მზიური", რომელიც საზოგადოება "მზიანის" ინიციატივით დაიწყო. "მზიურის" ტერიტორიაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა პროექტის ავტორთან ერთად, კაფისა და ამფითეატრის აზომვითი ნახაზები შეადგინეს.

 

პროექტის ფარგლებში "მზიური" ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მისი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

"ახალი მზიურის" იდეა "მზის ფესტივალის" დამაარსებელსა და ორგანიზატორს, ფოტოგრაფ ანა გოგუაძეს ეკუთვნის.

 

"ჩვენ გვინდა მზიური იქცეს სივრცედ, სადაც ყველა ასაკის და შესაძლებლობის ადამიანი შეძლებს მოსვლას და დასვენებას. თუკი მერიის მხარდაჭერა გვექნება, სპონსორების დახმარებით ავამუშავებთ დაკეტილ კაფეს, რომელიც იქნება სოციალური პასუხისმგებლობის და არ იქნება ორიენტირებული მოგებაზე. დამონტაჟდება პანდუსები, უსინათლოებისთვის გაკეთდება ბილიკები. ასევე გაკეთდება ამფითეატრი, სადაც მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები. სეზონის მიხედვით გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები," - ამბობს ანა გოგუაძე.

 

თბილისის მერია უერთდება საზოგადოების ინიციატივას "მზიურის" განახლებასთან დაკავშირებით და გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებები გამართოს პროექტის ორგანიზატორებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შეირჩეს ის ორგანიზაციები, რომლებიც 

"მზიურის გაცოცხლების" პროექტში ჩაერთვებიან.

 

გასული საუკუნის 1970-იანი წლების მიწურულს პრესაში გამოქვეყნდა ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის სტატია "ოცნებას კაცი არ მოუკლავს". სტატიაში მწერალი მდინარე ვერეს ხეობაში ბავშვთა ქალაქის მშენებლობაზე ოცნებობდა. პარკის პროექტზე არქიტექტორთა მთელი ჯგუფი მუშაობდა. პარკი 1982 წელს გაიხსნა.