გია ვოლსკი:გაზის მიწოდების თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა

გია ვოლსკი:გაზის მიწოდების თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გიორგი ვოლსკის განცხადებით, გაზის მიწოდების თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა და გამოწვევას წარმოადგენს.

 

"რუსეთთან ასეთ საკითხზე მოლაპარაკებები ძალიან საფრთხილოა. გაზის მიწოდების თემაზე რუსეთსა და უკრაინას შორის სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საერთოდ, ენერგორესურსების მქონე ქვეყანასთან მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, რუსეთთან მოლაპარაკებები საფრთხილოა. ამ თემაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამოწვევაა. ამასთან, არსებობს სატრანზიტო ვალდებულებები და პირობები, რომელიც ჩვენს მოძმე სომხეთს უკავშირდება და ამ თემაზე საგანგებო მნიშვნელობა აქვს ისეთ დაბალანსებულ პოლიტიკას, რომ არ შევქმნათ მეზობლებთან კონფლიქტი და პრობლემული ვითარება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: