დავით თევზაძე: მეც ვეცდები, რომ მუშა ფუტკარი ვიყო და არა უბრალოდ სახე!

დავით თევზაძე: მეც ვეცდები, რომ მუშა ფუტკარი ვიყო და არა უბრალოდ სახე!

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა "საქართველო მშვიდობისათვის" დამფუძნებელი დავით თევზაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება და 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამის შესახებ თევზაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და იმ მიზეზებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

"შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის მართვა ეხებათ, ცოტა არასერიოზულად უყურებენ ამ საკითხს. ეს არის ძირითადი განცდა, რომელიც მე მაქვს. შორს არ წავალ დასაბუთებისთვის, ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამ სამი დღის მანძილზე გადაწყვეტილების მიმღები არცერთი პირი სახელმწიფოში არ იმყოფება. პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი სხვა კონტინენტზეა წასული. პრემიერი, გადამწყვეტი პირი აღმსრულებელ ხელისუფლებაში, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად წასულია სხვა კონტინენტზე. ორი დღის წინ საქართველოდან გაემგზავრნენ თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსი. მე არ ვიცი, ეს კიდევ სად ხდება თუ არა, ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფოში დღეს რომ რამე საგანგებო სიტუაცია შეიქმნას, არ არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ადგილზე მიიღოს სერიოზული გადაწყვეტილება და მისი აღსრულება დაიწყოს. ასეთი მაგალითების მოყვანა უამრავი შეიძლება  სხვადასხვა სფეროებიდან.

 

მივიჩნიე, რომ შესაძლოა, სასარგებლო იყოს ის, რაც მე გადავწყვიტე. ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მოვლენ პოლიტიკაში, იქნებიან მუშა ფუტკრები. მეც ვეცდები, რომ მუშა ფუტკარი ვიყო და არა უბრალოდ სახე", - განაცხადა თევზაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: