Iverioni
«    ივლისი 2019    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
30-09-2015, 13:51
ნანახია: 1026

დავით სერგეენკო: შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის მკურნალობას სახელმწიფო ეტაპობრივად თავის თავზე აიღებს

საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან საბრძოლველად "გლობალური ფონდის" დაფინანსებას ეტაპობრივად სახელმწიფო ჩაანაცვლებს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო "რედისონში" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და "გლობალური ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ დაიბლმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საერთაშორისო ფორუმის პარალელურად მოხდა, რომლის მიზანია "გლობალური ფონდის" მიერ შემოღებული დაფინანსებიდან ეროვნულ დონეზე აღნიშნული დაავადების მკურნალობის პროგრამის დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლა. საერთაშორისო კონფერენცია სამდღიანია და მასში 30 ქვეყნის 300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს. 

მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც გაიმართა, რომელშიც დავით სერგეენკოსა და მარკ დაიბლის გარდა "ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის" წარმომადგენელი კოკა ლაბარტყავაც მონაწილეობდა. 

მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი წარმოადგენს საბანკო ხელშეკრულებას, რომლითაც მომავალი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო თანდათან თავის თავზე აიღებს აივ ინფექცია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის დაავადებების მკურნალობის დაფინანსებას და ამაში იგი "გლობალური ფონდის" დაფინანსებას ჩაანაცვლებს. 

"მემორანდუმი ეს არის ახალი საბანკო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება უახლესი ორ წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში დაფინანსება. დაფინანსების გრაფიკი დინამიურია. იზრდება სახელმწიფო დაფინანსების წილი და პროპორციულად მცირდება გლობალური ფონდის. ასე, რომ სამი წლის თავზე სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ სამივე პროგრამის მართვას. თანხობრივად ეს შეადგენს 50 მლნ-ზე მეტს. რაც შეეხება წილადობრივ ზრდას, ეს არის დაწყებული 5%-დან 75%-მდე და სამი წლის შემდეგ სახელმწიფოს წილი 100% იქნება", _ დასძინა სერგეენკომ.