Iverioni
«    აპრილი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
აპრილი 2021 (2)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
დეკემბერი 2020 (4)
ნოემბერი 2020 (9)
6-10-2015, 14:46
ნანახია: 1461

გიგლა ბარამიძე: თითოეული დღე ამ უნიათო ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნისა არის საგანგაშო

"დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ბოლო დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" არა მარტო აგრძელებს ხალხის მოტყუებას, არამედ იმასაც ახერხებს, რომ საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის თვალში იმიჯშელახულად წარადგინოს. 

 

"მხოლოდ სამარცხვინო შეიძლება ეწოდოს ხელისუფლების ე.წ. მოღვაწეობას საერთაშორისო არენაზე და ამის ნათელი დადასტურებაა, ევროსაბჭოს ბოლო რეზოლუცია, რომელშიც თითქმის პოლიტპატიმრების სტატუსით არიან მოხსნებული ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები" , - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

როგორც მან აღნიშნა, ეს არის დღევანდელი მმართველი გუნდის უპასუხისმგებლობის, ზერელობის, არაპროფესიონალიზმის და სრული დოყლაპიობის კლასიკური მაგალითი.

 

გიგლა ბარამიძის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ვერ ან არ მოახერხა აუხსნას მსოფლიო საზოგადოებრიობას მოძალადე რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ამისათვის მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისა და 26 მაისის ობიექტური გამოძიებაც კი საკმარისი იქნებოდა. 

"ვეკითხები ხელისუფლებას, როგორ მოუვლით ქვეყანას, ხალხს, როდესაც ევროსაბჭოში თქვენმა მონათესავე პარტიამაც არ მოგცათ ხმა. რისთვის იყავით იქ ჩასული, ინგლისური ენის გასატეხად? და ამის ფონზე აპირებთ ვიზა-ლიბერალიზაციის მიღებას? ამ ფონზე აპირებთ ნატო-სა და ევროკავშირში შესვლას, სადაც ისედაც არავინ გვიღებდა, მიუხედავად თქვენი დაპირებებისა?! ყოველივე აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თითოეული დღე, საათი, ამ უნიათო ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნისა არის საგანგაშო და საშიშროებას უქადის ქართულ სახელმწიფოებრიობას", -აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

გიგლა ბარამიძის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.