Iverioni
«    ივნისი 2018    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ივნისი 2018 (8)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
იანვარი 2018 (7)
7-10-2015, 10:29
ნანახია: 1785

„ბედისწერის თეატრში“ ჩატეული სამყარო!

პირველად ქართულ თეატრში გოდერძი ჩოხელის მოთხრობების მიხედვით  დაიდგა სპექტაკლი „ბედისწერის თეატრი“, რომელიც ახმეტელის თეატრში განხორციელდა. ინსცენირების ავტორია საბა მეტრეველი.

 

„ბედისწერის თეატრი“ გოდერძი ჩოხელის მოთხრობების ქარგაზე აგებული სპექტაკლია. ისეა შერჩეული მისი ნაწარმოებები, რომ მაყურებელი სულით შეძრული  ტოვებს წარმოდგენას. აქ ყველაფერი ერთადაა - სიბრძნეც, სიკეთეც, იუმორიცა და ტრაგიზმიც.

 

 

გოდერძი ჩოხელი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან, ხედავდა მთელ სამყაროს და გვესაუბრებოდა იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც  ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა-ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას! 

 

სპექტაკლის რეჟისორები არიან ირაკლი გოგია და ლაშა გოგნიაშვილი, როლებს ასრულებენ: გვანცა კანდელაკი, გიორგი ცხადაძე, მზია ტალიაშვილი, ნელი ბადალაშვილი, გია ჯაფარიძე, მამუკა  მაზავრიშვილი, ლიკა ქუთათელაძე, ნინო ციმაკურიძე, თამთა პატაშური, თამარ ბეჟუაშვილი, ჯაბა ჯაფარიძე, ბექნუ  ქაფიანიძე და სხვები.

 

 

თეატრი მოუთმენლად ელის გოდრძი ჩოხელის თაყვანისმცემლებს!