ეკა ბესელია: ვცდილობდით ჩვენი მასალების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ჩატანას

ეკა ბესელია: ვცდილობდით ჩვენი მასალების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ჩატანას

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის ომის მასალები რუსეთისგან გამოითხოვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია განმარტავს, რომ ეს არის სამართლებრივი პროცედურა:

 

"მას შემდეგ, რაც საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომი დასრულდა, ევროპის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ჰააგის სასამართლოს გადაეცა მასალები და დაწყებულია სამართლებრივი პროცედურები. ამიტომ, შესაბამისი დოკუმენტაციის მოთხოვნა და გარკვეული სამართლებრივ-იურიდიული პროცედურების გავლა დაკავშირებულია ამ საქმესთან", ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ეკა ბესელიამ "იმედთან" საუბრისას განაცხადა.

 

სააგენტო "ИТАР-ТАСС"-ის ინფორმაციით, ჰააგის სასამართლომ რუსეთიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები გამოითხოვა. სააგენტოს ინფორმაციით, განცხადება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბასტრიკინმა გააკეთა.

 

რუსული მედიის განმარტებით, საქმე ეხება იმ გამოძიებას, რომელიც რუსულმა მხარემ ომის შემდგომ, "საქართველოს სამხედრო დანაშაულის გამოსაძიებლად ჩაატარა".

 

"ჩვენ ვცდილობდით ჩვენი მასალების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ჩატანას. ქართველი სამხედროების ქმედებებს სამხედრო დანაშაულის კვალიფიკაცია მივეცით. 3 დღის წინ ჰააგიდან წერილი მივიღეთ, სადაც, როგორც იქნა, მასალების წარდგენა გვთხოვეს", - განაცხადა ბასტრიკინმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: