Iverioni
«    თებერვალი 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
თებერვალი 2020 (6)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
8-10-2015, 10:55
ნანახია: 988

მოიდა ირმა! ირმა მოიდა! თავს უშველეთ „პოლიტობობებო“!

უ, ტატა ტა ტაააა! რა ამბავია ატეხილი! აძაგძაგებთ „ჩათბუნებულ პოლიტობობებს“ პოლიტაბლაბუდებში! 

 

თუ რომელიმე „პოლიტარიფმწერი“ გაებმებოდა ჯერ სისხლს გამოწოვდნენ იმ პატრიოტულად ანთებული გულიდან, მერე გამოზოგილად, ნაწილ-ნაწილ,მისხალ შეახრამუნებდბნენ გემრიელად ენების წკლაპუნით! 

 

ირმაც გაება ამ „პოლიტობობების ქსელში“... უფრო სწორად თავისი ნებით გადაეშვა აბლაბუდებში და... გაგიგიათ, კაცო, ფეხებიც ვერ მოჭამეს - „პროტივოუკუსნი“ გამოდგა, ეს ქალი კერკეტი კაკალივით! 

 

ბევრმა „პოლიტობობამ“ უკვე ეშვები წაიმტვრია! ჯერ სადა ხართ „ეშვებწასამტვრევი კიდევ ბევრია“!

 

პანიკამ მოიცვა „პოლიტობობეთი“: არიქა, „ირმაბუა მოდის“! მოიდა ირმაიი! დეედააას გვიტირებს, სულ „პოლიტდიხლოფოსით“ ამოგვჟუჟ-ამოგვგუდავს დედაბუდიანადო. არადა, რა კაქა ვიყათ ეს 25 წელი, როგორ მოვირგეთ კონსტიტუცია და ვწოვდით სისხლს „უტვინო ელექტორატმწერებს„! 

 

უიმეეეეე! იიირმაა მოიდააა,ირმაიიი! „პოლიტობობებო“ თავს ვუშველოთ, ვიდრე გვიან არ არის, ვიდრე თავზე არ დაუმხია ეს ჩვენი ტკბილი და თბილი „საობობეთი“ მაგ  ჩვენი ცოდვით სააავსეეეს! 

 

ვაი დედააა! ირმა მოიდაა, ირმაიიიი! თავს ვუშველოთ პოლიტობობებო, რაღა დარჩა შუალედურ „ობობარჩევნებამდე“?! 

 

თამაზ ჭეიშვილი, 

„მწერ ჩიფოსანი“ (ანუ „მწერკამიკაძი“).