Iverioni
«    იანვარი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
8-10-2015, 13:53
ნანახია: 710

ჯაბა სამუშია: კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია "ნაციონალური მოძარობის" წევრებს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერს ყველა თბილისელი მიიღებს.

 

,,გუშინ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ვაუჩერს ყველა თბილისელი უკლებლივ მიიღებს. თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დედაქალაქის მერიასთან ერთად გამოდის ინიციატივით, რომლის თანახმად, ოჯახებს, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობის გამო არ ესაჭიროებათ კომუნალური ვაუჩერი, შეუძლიათ, უარი თქვან მათ მიღებაზე. ვფიქრობ, თბილისში მცხოვრები არაერთი ოჯახი მოგვბაძავს. თითოეული მათგანის მხრიდან ეს იქნება სოლიდარობის გამოხატვა საზოგადოების სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მიმართ", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ