Iverioni
«    ივლისი 2018    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
ივლისი 2018 (8)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
თებერვალი 2018 (10)
10-10-2015, 19:25
ნანახია: 4617

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინსიტრო NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შედეგების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "რეპორტიორი" გთავაზობთ.

 

"8 ოქტომბერს გამართულ მინისტერიალზე, უკვე დაიწყო აქტიური მოსამზადებელი პერიოდი სამიტის დღის წესრიგის განსაზღვრის მიმართულებით. NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, მოკავშირეთა მხრიდან, ცალსახად დაფიქსირდა მოსაზრება, რომ საქართველოს მიერ NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ადეკვატურად უნდა აისახოს ალიანსის მომდევნო სამიტზე, ვარშავაში.

 

ვარშავის სამიტამდე განხილვის საგანი შეიძლება იყოს ამ პროგრესის ასახვის ფორმები და შესაძლებლობები, მაგრამ შეხედულება, რომ ქვეყნის მიღწევები და შედეგები შესაბამისად უნდა აირეკლოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სრულადაა  გაზიარებული მოკავშირეთა მხრიდან. ქართული მხარის მიერ მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა უახლოეს მომავალში ელის NATO -სთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტულ წინგადადგმულ ნაბიჯებს, ხელშესახებები ცვლილებებითა და შედეგებით;

 

ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების ურყევ ნებასა და საბოლოო მიზანს ჩვენი ქვეყნის NATO -ში საბოლოო გაწევრიანება წარმოადგენს და პროცესის დაჩქარების მიზნით საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულებას აქტიურად განაგრძობს. აღნიშნულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე. აღინიშნა, რომ პაკეტის ფარგლებში არსებული პროექტების განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას, NAთO-სთან თავსებადობის კიდევ უფრო ამაღლებას და შესაბამისად ემსახურება საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის მომზადების დაჩქარებას.

 

NAთO-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა პრიორიტეტი დაგეგმილ ვადებში ხორციელდება. საგულისხმოა, რომ პაკეტით გათვალისწინებული ზოგიერთი ინიციატივის შესრულება დროზე ადრე, წინმსწრებადაც კი მინდინარეობს. შეხვედრების მსვლელობისას აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებების პირნათლად შესრულების პირობებში, გაგრძელდება მუშაობა NATO-საქართველოს ურთიერთობების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის მიზნით ხელშესახები და პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მაღალი ტემპებით აგრძელებს მუშაობას ვალდებულებებისა და დადგენილი პრიორიტეტების უზრუნველსაყოფად, რაც ადეკვატურად უნდა აისახოს 2016 წლის NATO-ს ვარშავის სამიტის შედეგებში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.