Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
13-10-2015, 18:19
ნანახია: 567

გიორგი ვოლსკი:  საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად ანგიჟირებული გადაწყვეტილება მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობის შეჩერების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკურად ანგიჟირებული გადაწყვეტილება მიიღო.

 

"იურისტი არ ვარ, მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს, რომ გარკვეულწილად ეს იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება, რადგან საკონსტიტუციო დარღვევებთან დაკავშირებით აქამდე არც ერთ იურისტს არ გაუკეთებია განცხადება, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ღრმად არიან ჩახედულნი ამ საკითხში. იკვეთება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც მნიშვნელოვანწილად მოდის იმ გუნდიდან, რომლის მიმართაც არასდროს ჰქონიათ რაიმე შენიშვნა. ვფიქრობ, ამ გუნდის წევრობა პაპუაშვილს ავალებს, რომ გარკვეულწილად გამოხატოს პოლიტიკურად ანგაჟირებული პოზიცია, რომელსაც კავშირი არ აქვს სამართლებრივ საკითხებთან. შეიძლება, მწვავე განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი და ბევრი ჩემი კოლეგის გადმოსახედიდან სწორედ ასე ჩანს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.