Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
16-10-2015, 16:57
ნანახია: 752

გიორგი კვირიკაშვილი:2008 წელს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მოხდა!

საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მხარეს ძალიან ბევრი ფაქტი უკვე გამოძიებული აქვს და ყველაფერი გადაეცემა ჰააგის პროკურორს.

 

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია გამოძიების პროცესში რუსული როლის გამოკვეთა, კვირიკაშვილის განცხადებით, იმ ფაქტის ორმაგი ინტერპრეტაცია არ არსებობს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა.

 

"არ ვიცი, როგორ შეიძლება იყოს ორმაგი ინტერპრეტაცია, როდესაც მთელი არმია შემოდის და იკავებს ქვეყნის ტერიტორიას? ერთმნიშვნელოვანი ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა და დარღვევა მოხდა 2008 წელს. ეს ერთმნიშვნელოვანი ფაქტია და მისი ორმაგი ინტერპრეტაცია შეუძლებელია. არ მგონია, იყოს რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც ამ ფაქტის ინტერპრეტაციას შეეცდება. ჩვენ გვაქვს ფაქტი - დღეს გვყავს იძულებით გადაადგილებული პირები, საქართველო ვერ ახორციელებს თავის იურისდიქციას, გვაქვს ახალი სამხედრო ბაზები, როგორ შეიძლება ამის ინტერპრეტაცია?" - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.