Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
26-10-2015, 11:46
ნანახია: 971

რატომ იწელება

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 

 

როგორც "ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი იუწყება, მოსამართლემ მოპასუხე მხარეს წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა 30 ოქტომბრისთვის მოითხოვა. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. ამის შემდეგ კი, მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს. 

 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს. შუამდგომლობა ერთ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარე კონკრეტულად 700 ათას და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსამართლე ზარალის კალკულაციას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ გამოტანას დათანხმდა. 

 

ყადაღით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ქიბარ ხალვაშისგან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები იმ შემთხვევაში ითხოვენ, თუკი დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება