სოსო ცისკარიშვილი:ამ ისტერიის დამგეგმავი კიდევ უფრო მაღალი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს

სოსო ცისკარიშვილი:ამ ისტერიის დამგეგმავი კიდევ უფრო მაღალი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ის ისტერიული ფონი, რაც ახლავს "რუსთავი 2"-ის ირგვლივ სასამართლო პროცესს, კარგად დაგეგმილი ქმედების შედეგია. მისივე თქმით, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ისტერიული ფონი, მით უფრო კმაყოფილი რჩება ამ აურზაურის დამკევთი. განცხადებებს სოსო ცისრაკიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში აკეთებს:

 

"მათთვის მოსალოდნელი იყო იმ ფირების გამჟღავნება, რომელსაც ბოლო დღეებია ადგილი აქვს. ამიტომაც, ცხადია, რომ ამ ისტერიის და პროვოკაციის დამგეგმავი კიდევ უფრო მაღლი ისტერიის ჩამოყალიბებას ცდილობს. ჩვენი მოსახლეობისათვის ნაკლებად დასაჯერებელებია საუბარი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. საინტერესოა, ბოლო სამი თვის განმავლობაში რა ჰქონდათ სათქმელი ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც ვერ გამოთქვეს? ასეთი რამ რომ მომხდარიყო, უკვე ჩამოყალიბებული იქნებოდა "რუსთავი 3", "რუსთავი 4" და "რუსთავი 5", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

 

ექსპერტი ამბობს, რომ მისთვის ნაკლებად დამაჯერებელია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ოინები და თვლის, რომ გვარამია სამართლებრივი სივრციდან გავიდა.

 

"ადამიანი, რომელზეც ვსაუბრობით, არის გაქნილი სახელმწიფო მოხელე, რომელსაც კარგად აქვს ათვისებული საზოგადოებისთვის მიუღებელი სხვადასხვა სქემა. მას უპყრია "რუსთავი 2"-ის მთელი საინფორმაციო სივრცე და ცდილობს კვლავ სიცრუის ტირაჟირებას და გულაჩუყებული მანდილოსნების მხარდაჭერით შექმნას ისეთი ვითარება, რომელიც მოწონებული იქნება მისი დამკვეთების მიერ.

 

ჩვენ გვხსოვს 2007 წლის 7 ნოემბერი, როდესაც ამ ბატონმა და მისმა ხელისუფლებამ, ლამის, სახელმწიფო გადატრიალებაში დაადანაშაულა ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი, რასაც მოჰყვა ტელეკომპანია "იმედის" დარბევა. რასაკვირველია, გვარამიას არ სურს, ჩაფუშული ბუშტივით დარჩეს. მის ჩანაფიქრში, ალბათ, იქნება ის, რომ უფრო გმირული შედეგი მისცეს ამ მარცხს და სწორედ რომ, ამიტომაც არის ამდენი სათვალთვალო კამერების გარშემო მოქცეული", - აღნიშნა ფორ.გე-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: