ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

ენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოშიც და მარტვილშიც დათვლილია ყველა უბანი. 

საგარეჯოში 20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 34.43%, მარტვილში კი 39.99%. წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში გაიმარჯვა თამარ ხიდაშელმა, რომელმაც 49.5% (7540 ხმა) მოაგროვა. ირმა ინაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45.83%-მა (6981 ხმა), ზურაბ ჯორბენაძე - 0.49% (75), მიხეილ ანდღულაძე - 1.81% (276), გიორგი დავითაია - 2.35%(358). 

რაც შეეხება მარტვილს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა სოსო დანელიამ მოაგროვა 72.54% (9620 ხმა), ხოლო ეთერ მეძველიამ 27.45% (3641 ხმა).

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: