Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
1-11-2015, 17:16
ნანახია: 734

ცესკო: არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

"არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ჩაიარა ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა იყო გარკვეული ტიპის შეფერხებებიც",- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, იყო მხოლოდ ტექნიკური ხასიათის უმნიშვნელო ხარვეზები და ეს ხარვეზები შედეგებზე არსებით ზეგალენას ვერ მოახდენს.

 

"სააგარეჯოს საარჩევნო ოლქის მე-13 საარჩევნო უბანზე, კომისიას არ მიეცა საშუალება ემუშავა მშვიდ გარემოში. ამის გამო შემაჯამებელი ოქმი საოლქო-საარჩევნო კომისიას მიეწოდა დაგვიანებით, რომელიც მიწოდებისთანავე აიტვირთა ცესკო-ს ვებგვერდზე და აისახა კიდეც წინასწარ შედეგებში. ყველა დანარჩენი უბნებიდან ცესკო-მ დროულად მიიღო საუბნო და საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დაუყოვნებლივ აიტვირთა კომისიის ვებგვერდზე", - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამ დროისთვის სულ დაწერილია 22 საჩივარი, აქედან 6 საჩივარი საგარეჯოში, 1 საჩივარი ხობში, ხოლო მარტვილის საარჩევნო ოლქში 15 საჩივარი.

 

"დღეს და ხვალ განიხილება საჩივრები საოლქო საარჩევნო კომისიებში. საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ, შესაძლებელია გარკვეულმა კანდიდატებმა ან დამკვირვებლებმა მიმართონ სასამართლოს, ხოლო ცესკო კანონით დადგენილ ვადებში, განსაზღვრულ შემთხვევებში ერთვება პროცესში", - განაცხადა მიქელაძემ.

 

 

რაც შეეხება ირმა ინაშვილის მხრიდან შედეგების შესაძლო გასაჩივრებას, მიქელაძის განცხადებით, თუ ირმა ინაშვილი გაასაჩივრებს შედეგებს, ამასთან დაკავშირებით იმსჯელებენ შესაბამისი ინსტანციები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.

 

"საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს მხოლოდ საარჩევნო კოდექსის და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, გადაწყვეტილებაც იქნება კანონისმიერი და მოახდენს თუ არა ის ზეგავლენას, რა თქმა უნდა საბოლოო შედეგები როდესაც იქნება ცნობილი, 19 დღეში, ამის შემდეგ საზოგადოებისთვის გახდება ის ცნობილი", - განაცხადა მიქელაძემ.