Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
4-11-2015, 15:35
ნანახია: 972

მანან კობახიძე:ყველაფერი უნდა დარჩეს სასამართლო დარბაზის სივრცეში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო კომენტარების გაკეთება ნაადრევია, რადგან ტელეკომპანია ასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და წინ კიდევ რამდენიმე ინსტანციაა გასავლელი. ამის შესახებ კობახიძემ დღეს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ თუკი სასამართლო განაჩენი დარჩება იგივე და  ნიკა გვარამია მის აღსრულებას შეეწინააღმდეგება, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

 

"ყველაფერი უნდა დარჩეს სასამართლო დარბაზის სივრცეში. ვგულისხმობ იმას, რომ ამ თემაზე დავა ჯერ არ დასრულებულა. რამდენადაც ვიცი, "რუსთავი 2" ასაჩივრებს მოსამართლის გადაწყვეტილებას და შესაძლოა, მოსარჩელემაც გაასაჩივროს. არსებობს მეორე ინსტანცია, რომელიც უკვე კოლეგიურად განიხილავს ამ საქმეს. ასევე არსებობს მესამე ინსტანციაც. ამიტომ, ყველა უნდა დაელოდოს საბოლოო გადაწყვეტილებას და შემდეგ როგორიც იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, კეთილი უნდა ინებოს და დაემორჩილოს მას. თუ საბოლოოდ დაკმაყოფილდა ეს სარჩელი, არავითარი უფლება არ აქვს მოპასუხე მხარეს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს კანონის აღსრულებას და ვინც ეწინააღმდეგება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, პირდაპირ სჩადის დანაშაულს. ბატონმა ნიკა გვარამიამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ხელშეშლა გამოიწვევს პასუხისმგებლობას. ამიტომ, ყველანაირი ოცნება თუ გეგმა, რომ ფიზიკურად შეეწინააღმდეგონ აღსრულებას, დაუშვებელია. ეს ნიშნავს დანაშაულის ჩადენის წინასწარ გაცხადებას, რაც ნამდვილად უნდა აღიკვეთოს.

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებ, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჯერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და ჩვენ უნდა გვქონდეს მოთმინება, რომ დაველოდოთ მეორე თუ მესამე ინსტანციის პასუხს.

 

რაც შეეხება დაუყოვნებლივ აღსრულებას, როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაში საერთოდ არ გეგმავდა ამას. ყოველ შემთხვევაში, არსად არ გაცხადებულა, რომ ის მოითხოვს დაუყოვნებლივ აღსრულებას ამ გადაწყვეტილების. შესაბამისად, ამ საკითხზე ატეხილი ისტერიკაც იყო სრულიად ხელოვნური. თუმცა, ნახეთ, რომ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს და ძალიან სწრაფად საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და წარმოებაში მიღებასთან ერთად შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება", - განაცხადა კობახიძემ.