ცხელი ამბავი
›შესყიდვის ელექტრონული აქტი - გამარტივებული აღრიცხვა თუ ახალი ბარიერები მეწარმეებისა და ფიზიკური პირებისთვის? ›აუდიტის საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება თუ პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა? - კანონპროექტის კრიტიკული შეფასება ›გური ოტობაიას ტრიადა: „ენგურის ხეობის საგა“ ›STOP! STOP! STOP! ›როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ›ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ›ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! ›როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ›ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! ›რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია

რამდენ ადამიანს გაუძვირდა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი?

რამდენ ადამიანს გაუძვირდა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი?

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8587 ადამიანს გაუძვირდება, - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" ავრცელებს. 

 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უკვე 7.5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

 

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5826 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2761 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8587 ადამიანს გაუძვირდება.

2015 წლის 1-ელ სექტემბერთან შედარებით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 136-ით შემცირდა, ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 179-ით გაიზარდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 2015 წლის 1 სექტემბერთან შედარებით 43-ით არის გაზრდილი.

 

"მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შემდეგ შემცირდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტა, რაც გამოიწვევს ეკონომიკის დაკრედიტების და ფასების საერთო დონის შემცირებას. ეს კი ხელს შეუწყობს ლარის გაცვლითი კურსის გამყარებას. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. იმისათვის, რომ ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული ნეგატიური მოლოდინები არ გადაიზარდოს ინფლაციურ პროცესში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე", - ნათქვამია განცხადებაში. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (1)

  • img
    Today, I went to the beachfront woth my children. I found a sea shell and gave iit to my 4 year old daghter and sai "You can hear the ocean if you put this to your ear." She pput the shell tto her ear and screamed. Thrre waas a hermit crab inide annd it pinched her ear. Shhe never wants to go back! LoLI know this is totally off topiic but I hhad to tell someone! xnxx my site :: web page; https://stockings.xvideosporn.cc,

Facebook კომენტარები: