Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
6-11-2015, 12:41
ნანახია: 542

დავით ბერძენიშვილი: კონტროლირებადი მოსამართლეები არ გვჭირდება!

ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კომპანია "რუსთავი 2"-ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ განჩინებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებას ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება.

 

"პროცესების სამართლებრივ სივრცეში ყოფნა-არყოფნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება და ისე ნაჩქარევად, როგორც მიიღო. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქცევა, როგორც ხელისუფლების სხვა შტოების ფუნქციების მიმტაცებელი და სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენი, სულაც არ ნიშნავს და სრულიადაც არ არის არგუმენტი, რომ ურთმელიძის სახით ჩვენი ხელისუფლებაც წარმოჩინდეს როგორც ფორმით, ისე შინაარსით, ასეთ ხელისუფლებად. რესპუბლიკური პარტია ამ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნება. ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მოვუწოდებ როგორც საკონსტიტუციო, ისე საქალაქო სასამართლოს, პოლიტიზირებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხი და არ უნდა იყოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებებს შორის ინსტრუმენტად გადანაწილების საკითხი. მივმართავ როგორც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, პროცესები ძალიან სახიფათო ხასიათს იღებს. საქართველოში დღეს ხელისუფლების ალტენატიული ძალის ჩამოყალიბების საკითხი არ დგას. დღესაც კი, როცა ხელისუფლების რეიტინგი არ არის ისეთი, რაც 2012 წელს იყო, ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა, მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ იყო, ახლა ცდილობს, დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ იყოს. ჩვენ კონტროლირებადი მოსამართლეები არ გვჭირდება არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ძველი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და არც საერთო სასამართლოებში", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.