Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
9-11-2015, 12:10
ნანახია: 695

რას მოუწოდებს საია პროკურატურას?

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს 8 ნოემბერს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, საია მოუწოდებს პროკურატურას სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს ყველა შესაბამისი პირი. 

"გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი გიორგი მდინარაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის V განყოფილების შენობაში არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად იმყოფებოდა, რა დროსაც სავარაუდოდ პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახალხო დამცველის რწმუნებულების ინფორმაციით, გიორგი მდინარაძეს აღნიშნული შემთხვევის შედეგად აღენიშნება არაერთი დაზიანება - სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალბუდის არეში, ნაკაწრები მარცხენა მხარეს, ყბა-სახის არეში, სისხლნაჟღენთი ყელის არეში, მარჯვენა მხარეს. 

მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებები დროულად იქნეს ჩატარებული, მათ შორის დაკითხულ იქნეს ყველა პირი, რომელიც შესაძლოა შეესწრო სავარუდოდ მომხდარ ფაქტს. ამასთან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ"-ნათქვამია საიას განცხადებაში. 

საია კიდევ ერთხელ შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა ან რაიმე ფორმით ხელის შეშლა, მითუმეტეს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. საიაში აცხადებენ, რომ იურისტთა როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპები აღიარებს ადვოკატის უფლებას, თავისი პროფესიული ფუნქციების შესრულება შეძლოს დაშინების, დაბრკოლების, ხელის შეშლის, არასათანადო ჩარევის გარეშე და სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ ზემოაღნიშნული უფლებების ჯეროვანი დაცვა და ხელშეწყობა.